ჩვენი მეგრული ნანაა, ხორუმია და ჩაკრულო… ტეხურის, აბაშის და ხობის წყალზე გაზრდილი მოუსვენარი კალმახია…

ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა თამაშმა მთელი მსოფლიო აღაფრთოვანა და ცხადია პირველ რიგში ქართველი გულშემატკივარი. ჩვენს საიტზე დადებულ ერთ-ერთ სიახლეს ქომაგების მხრიდან კომენტარები მოჰყვა და აქ ერთ ძალიან კარგად და ლამაზად გადმოცემულ მოსაზრებას გამოვყოფთ, რომელიც ზურაბ ლეკვეიშვილს ეკუთვნის.

“არ ვიცი რა დავწერო, უბრალოდ ის ის არის. დიახ, ჩვენი მეგრული ნანაა, ხორუმია და ჩაკრულო მოედანზე. მის გაზრდაში წვლილის მარცვლის ჩაგდებას იჩემებენ იტალია, საფრანგეთი, ბრაზილიამ ჰიპოტეზა წარმოადგინა მისი ბრაზილიური წარმომავლობის, რუსები ნაშ ხვიჩა და ნაშ ხვიჩა, კვარადონა, მესი, დისტეფანო, პორტუგალიამ ეუსებიო და რონალდოო, ინგლისელებმა რუნიო და ბექჰემიო, სინამდვილეში ტეხურის, აბაშის და ხობის წყალზე გაზრდილი მოუსვენარი კალმახია, რომელიც ფეხბურთის ნიაგარას აღმა მიაპობს, რომლის თავზეც ოქროს ბურთი ბრჭყვიალებს. ვერავინ დაიჭერს, ის ბრჭყვიალა მისი საკუთრებაა, ხვიჩას ელოდება”.

მსგავსი ამბები