ზურიკოს 6 გუნდი ელოდება: თუ დარჩა წავა, თუ გადავა?…

ზურიკო დავითაშვილს და მის „სენტ ეტიენს“ მთელი სეზონის დამაგვირგვინებელი შეხვედრები ელოდება და მთელი სეზონის შრომას წყალს გაატანენ თუ დაუფასდებათ, მალე გამოჩნდება.

გუნდი ლიგა 1-ში გადასასვლელ ფინალს ითამაშებს 26 მაისს შინ „ნიცასთან“ და მერე 29-ში სტუმრად.

შესაძლოა ამ შედეგზე იყოს კიდევ დამოკიდებული დავითაშვილის სამომავლო კარიერა.
თუ „სენტ ეტიენი“ ლიგა 2-ში დარჩა, უდიდესი ალბათობით, ჩვენიანი გუნდს დატოვებს, ხოლო თუ დაწინაურდა საფრანგეთის მთავარ ლიგაში, მერე დაინტერესებულ გუნდებს უფრო გაუჭირდებათ ტრანსფერი.

დაინტერესებული გუნდების ჩამონათვალი კი შთამბეჭდავია: „ევერტონი“, „ბენფიკა“, „ბეშიქთაში“, „ოლიმპიაკოსი“, „ლილი“ და „მონაკო“.

შეგახსენებთ, ზურიკო ახლახან ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Transfermarkt ქართველ ფეხბურთელს 10 მილიონად აფასებს, თუმცა „სენტ ეტიენი“ 15 მილიონს მაინც მოითხოვს.

ზურიკოს კონტრაქტი კი 2028 წლის ივნისამდეა გაფორმებული.

მსგავსი ამბები