გიორგი მამარდაშვილის „ლივერპულმა“ (და Adidas-მა) დღეს 2026/27 წლების სეზონის საშინაო ფორმა წარადგინა.
ფორმის დიზაინი 1989-91 წლების ეკიპირებას ეფუძნება.
ახალი სეზონისთვის „ლივერპულს“ ასევე ექნება ახალი შრიფტი ნომრებისა და გვარებისთვის.



Adidas-სთვის უჩვეულოდ, მწარმოებელმა გადაუხვია მეკარის ფორმის ჩვეულ სტანდარტულ დიზაინს და დაამატა სპეციალური დეტალები გეომეტრიული ნიმუშის სახით, იგივენაირად, რაც მოედნის მოთამაშეების ფორმებზეა. არავის ექნება ასეთივე მეკარის ფორმა, როგორიც მამარდაშვილს და მის კოლეგებს.


ეს გახლავთ 1989-91 წლების ფორმის პირდაპირი რეპლიკა, რომელიც მეკარე ბრიუს გრობელაარმა „ლივერპულის“ მე-18 ჩემპიონის ტიტულის აღსანიშნავად გამოიყენა.


„ლივერპული“მომავალი სეზონის გასვლითი და სარეზერვო ფორმების პრეზენტაციას ზაფხულში გამართავს.



