“ხვიჩა კვარაცხელია მადრიდის “რეალის” მთავარი სამიზნეა და ეს დადასტურებულია”, – ამ სათაურით წერილი არა რომელიმე ყვითელმა მედიამ, არამედ, ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა foot01-მა გაავრცელა:
“რა მოხდება, თუ “რეალი” მაიკლ ოლისეს ვერ გადაიყვანს? ასეთ შემთხვევაში არსებობს გეგმა B? სულ უფრო მეტი წყარო მიუთითებს, რომ ფლორენტინო პერესი მზადაა, პსჟ-ს ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე შეთავაზებით მიმართოს.
მადრიდელთა პრეზიდენტად ხელახლა არჩეულ ფლორენტინო პერესს შეუძლია გააგრძელოს თავისი ხარჯების ზრდა. 79 წლის ბოსმა უკვე დაასრულა ჟოზე მოურინიოსთან, დენზელ დამფრისსა და იბრაჰიმა კონატესთან გარიგებებზე მუშაობა.
ეს კარგი დასაწყისია, მაგრამ “რეალის” გულშემატკივრები, რომლებმაც პერესს მისცეს ხმა, ახლა უფრო ხმაურიან სახელს ელოდებიან, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ხელახლა არჩეული პრეზიდენტი “გალაქტიკოს” ქომაგებს 150 მილიონ ევროდ შეფასებულ ტრანსფერს შეჰპირდა. ესპანურმა პრესამ სწრაფად გაამხილა იმ ფეხბურთელის სახელი – მაიკლ ოლისე.
მაგრამ “რეალი” ხვიჩა კვარაცხელიას 150-მილიონიან გარიგებასაც განიხილავს და მოსალოდნელია, რომ პროცესი დაჩქარდება, ის ოლისეს ალტერნატივად ითვლება და, სავარაუდოდ, ტრანსფერისთვის ქართველი “ვინგერიც” მზადაა.
თუმცა, “ბაიერნი” ფრანგის გაშვებას არ აპირებს, მაშინაც კი, თუ კოლოსალურ შეთავაზებას მიიღებს. ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, შესაძლოა, პსჟ-ს “რეალის” მხრიდან ქართველი ფეხბურთელზე განხორციელებული ზეწოლის ეშინია.
მიზეზიც საფუძვლიანი აქვს – ბრიტანულმა გამოცემა TeamTalk-მა დაადასტურა გასულ შაბათ-კვირას გავრცელებული ჭორები, რომ ხვიჩა კვარაცხელია მართლაც ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც “რეალი” ამ ზაფხულს პრიორიტეტულ სამიზნედ ისახავს.
“ნაპოლიდან” წელიწადნახევრის წინ 80 მილიონ ევროდ შეძენილმა 25 წლის მარცხენა “ვინგერმა” საფრანგეთის დედაქალაქში მოსვლის შემდეგ ყველა შესაძლო ტიტული მოიგო. ის, როგორც მაღალეფექტური გარემარბი, ყოველთვის შესანიშნავია დიდ თამაშებში და შეუძლია დაცვითი როლის შესრულებაც.
ამიტომაა ძალიან მიმზიდველი მოურინიოსთვის, რომელმაც ქართველის კანდიდატურა “რეალის” დირექტორთა საბჭოსთან მაშინვე დაამტკიცა. თუმცა, “პარი სენ-ჟერმენის” დარწმუნება, გაყიდოს ხვიჩა კვარაცხელია, უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.
Transfermarkt-ის ცნობით, ლუის კამპოსი (“პარი სენ-ჟერმენის” სპორტული დირექტორი) და ლუის ენრიკე არ აპირებენ “ნაპოლის” ყოფილი ფეხბურთელის გაყიდვას, რადგან იციან, რომ კვარაცხელია გუნდისთვის შეუცვლელია.
ტრანსფერზე გავლენის მოხდენის ერთადერთი ფაქტორი იქნება, თუ კვარაცხელია თავად გამოთქვამს კლუბის დატოვების სურვილს. გულშემატკივრები ვითარებას ყურადღებით აკვირდებიან და თითებს აჯვარედინებენ იმ იმედით, რომ მათი ახალი ფავორიტი “პარკ დე პრენსზე” მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი დარჩება”.
lelo.ge
