ალისონი ლივერპულში დარჩა: მუშაობს იუვენტუსი მამარდას ტრანსფერზე?

“ლივერპულის” 33 წლის ბრაზილიელი მეკარის ალისონ ბეკერის “ენფილდზე” კიდევ 1 სეზონით დარჩენა გადაწყვეტილი ამბავია. “იუვენტუსი” მის გადაბირებას ბევრჯერ ეცადა და ტურინში გადასვლის წინააღმდეგი არც თავად კიპერი იყო, თუმცა “მერსისაიდელებმა” ტრანსფერი დაბლოკეს.

იტალიური პრესა ავრცელებდა ცნობას, რომ “ვეკია სინიორა” ბეკერის ვერ გადაყვანის შემთხვევაში, ინგლისური გრანდის კიდევ ერთი კარის დარაჯის, ქართველი გიორგი მამარდაშვილის გადაბირებას შეეცდებოდა, რაც სიმართლე არ აღმოჩნდა.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ახლა “იუვენტუსის” მთავარი სამიზნე “ასტონ ვილას” 33 წლის არგენტინელი კიპერი ემილიანო მარტინესია და ბირმინგემიდან აბარგების სურვილს თავად “დიბუც” გამოთქვამს. მხარეები შესაძლო გარიგებაზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ.

თუ სამხრეთ ამერიკელის ტრანსფერი ვერ განხორციელდება, ნიკოლო სკირა წერს, რომ მაშინ ტურინელები “ევერტონის” წევრის ჯორდან პიკფორდის გადაყვანას შეეცდებიან.

sportall.ge

მსგავსი ამბები