ვიდეო/ფოტო: მიქაუტაძე ბუნებაში გავიდა ვილიარეალის ახალი ფორმა წარადგინა

ვილიარეალის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ მოდელის როლი წარმატებით შეითავსა. 25 წლის ქართველმა ფეხბურთელმა 2026/27 წლების სეზონისთვის კლუბის საშინაო ფორმა წარმოადგინა, რომელსაც “ყვითელი წყალქვეშა ნავი” სამ ტურნირში გამოიყენებს – ლა ლიგაში, ესპანეთის თასსა და ჩემპიონთა ლიგაში.

ვილიარეალმა ახალი სეზონის ფორმაშიც შეინარჩუნა საკულტო ფერი – ყვითელი, დიზაინში კი გამოიყენა დეტალები წყლის დინების ასოციაციით. სწორედ ამიტომ, მიქაუტაძემ ფორმის პრეზენტაცია მდინარის ფონზე გამართა.

აღსანიშნავია, რომ ეკიპირება მთლიანად ტექნიკური ქსოვილის – გადამუშავებული პოლიესტერის გამოყენებით დამზადდა.

ვილიარელი, რომელმაც ესპანეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა, 2026/27 წლების სეზონისთვის მზადებას ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით დაიწყებს. მარსელინოს ადგილი, რომელმაც კლუბთან თანამშრომლობის გაგრძელება არ ისურვა, 38 წლის ინიგო პერესმა დაიკავა.

გიორგი მიქაუტაძე ვილიარეალს შარშან შემოდგომით ლიონიდან შეუერთდა და ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ესპანურმა კლუბმა ფრანგულს ქართველის ტრანსფერში მისთვის სარეკორდო 30 მილიონი ევრო გადაუხადა. ჟორჟმა “ყვითელი წყალქვეშა ნავის” მაისურით ყველა ტურნირის 42 მატჩში 15 გოლი და 6 საგოლე პასი მიითვალა და მისი საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

betsson.sport

მსგავსი ამბები