გიორგი მამარდაშვილს თურქული „ბეშიქთაში“ იწვევს და „ლივერპულთან“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაუწყია კიდეც. ამაზე თურქული მედია წერს.
გაირკვა ისიც, რომ ალისონი „ლივერპულში“ კიდევ ერთი სეზონი რჩება, ეს კი ქართველი მეკარის წასვლას ხელს უწყობს, თანაც „იუვენტუსი“ არგენტინელ მარტინესზეა გადაწყობილი.
ალისონი ლივერპულში დარჩა: მუშაობს იუვენტუსი მამარდას ტრანსფერზე?
მამარდას ცხადია ისეთ გუნდში უნდა გადასვლა, სადაც რეგულარულად ითამაშებს.
„ბეშიქთაშს“ კი სურს, რომ ქართველი მეკარე იჯარით აიყვანოს და გამოსყიდვის უფლება ჰქონდეს.
მოგეხსენებათ, ამ სტამბოლური კლუბის ინტერესში ზურიკო დავითაშვილიცაა და „სენტ ეტიენთანაც“ დაუწყია მოლაპარაკება.
დავითაშვილზე ბეშიქთაშსა და სენტ ეტიენის მოლაპარაკება ბოლო ეტაპზეა
