ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე დღევანდელი ძლევამოსილი პსჟ წარმოუდგენელია იმდენად კარგად შეეწყო ხვიჩა გუნდს და სანატრელი ჩემპიონთა თასიც ეგრევე მოაგებინა, ახლა კი მეორედაც აპირებენ იგივეს.
ადვილი საფიქრალია, რომ პარიზელთა ინტერესი კვარას იტალიაში დიდებული სეზონის შემდეგ გაჩნდა, მაგრამ საინტერესო რამ გაიხსენა ეროვნულ ნაკრებში მთავარი მწვრთნელის თანაშემწემ და ამჟამად საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ხიზანიშვილმა, რომელმაც „სპორტი იმედზე” ისაუბრა.
ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია ჯერ კიდევ 2021 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში შეამჩნია, როდესაც საქართველომ დასანანად წააგო ბოლო წამს ესპანეთთან 1:2. იმ შეხვედრაში ანგარიში სწორედ კვარამ გახსნა.
ლუის ენრიკეს ვილი სანიოლისთვის უკითხავს ეგ ბიჭი ვინ არისო.
„როდესაც ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა და თბილისში ესპანეთთან1:2 წავაგეთ, გასახდელთან ვილი სანიოლს ეკითხებოდა, ჩვენი შვიდი ნომერი ვინ იყო. როგორც ჩანს, კვარამ ენრიკეზე პირველი შთაბეჭდილება მაშინ მოახდინა“.
