არსადაც არ წასულა: კრიშტიანო მადრიდში არ გაფრენილა და არაბეთში ტრავმას მკურნალობს

ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს „ალ ნასრის“ თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთი დატოვა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ 41 წლის პორტუგალიელი თავდამსხმელი ოჯახთან ერტად 61 მილიონი ფუნტი სტერლინგის ღირებულების კერძო თვითმფრინავმა ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე დრონით თავდასხმის შემდეგ ქვეყანა დატოვა და მადრიდში გაფრინდა.

„საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ კრიშტიანო რონალდომ საუდის არაბეთიდან ოჯახთან ერთად დატოვა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ეს ყალბი ამბავია, რადგან კრიშტიანო ამჟამად „ალ ნასრის“ საწვრთნელ ბაზაზე იმყოფება და ბოლო მატჩში მიღებული ტრავმის შემდეგ მკურნალობას გადის“, – წერს რომანო.

„ალ ნასრმა“ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ რონალდომ ტრავმა მიიღო.

41 წლის პორტუგალიელი საუდის არაბეთის ჩემპიონატის 24-ე ტურის მატჩში, „ალ-ფაიჰას“ (3:1) წინააღმდეგ, 81-ე წუთზე შეცვალეს.

კლუბმა გამოაცხადა, რომ კრიშტიანომ ბარძაყის კუნთის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელმა აღდგენითი პროცესი დაიწყო და მის მდგომარეობას ყოველდღიურად შეაფასებენ.

რონალდომ ამ სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 21 გოლი გაიტანა.

მსგავსი ამბები