ათეულთან იტრიალებს: კვარაცხელია ოქროს ბურთის ნომინანტებში მე-13 ადგილზეა

ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალების შემდეგ Goal.com-მა „ოქროს ბურთის” პრეტენდენტების რეიტინგი განაახლა. ხვიჩა კვარაცხელია მე-13 ადგილზეა. ჩვენიანი უსწრებს კრიშტიანო რონალდოს, ლიონელ მესის, უსმან დემბელეს…

გამოცემა წერს, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი უთუოდ კვარაცხელიაა. პლეი-ოფის ხუთ მატჩში ქართველმა 5 გოლი გაიტანა. მისი რამდენიმე გოლი შესანიშნავია.

ასევე აღნიშნავს, რომ მისი თამაში მთელი სეზონის განმავლობაში ასეთი არ ყოფილა. თან საქართველოს ნაკრები ვერ გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე, რაც „ოქროს ბურთის“ მიღების შესაძლებლობას ამცირებს. თუ ასე გააგრძელებს, „ფრანს ფუტბოლის” ათეულთან ახლოს იქნებაო.

Goal-ის ვერსიით „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა პირველი ოცეული ასეთია:

1. ჰარი კეინი (ბაიერნი)
2. კილიან მბაპე (რეალი)
3. მაიკლ ოლისე (ბაიერნი)
4. ლამინ იამალი (ბარსელონა)
5. ლუის დიასი (ბაიერნი)
6. ერლინ ჰოლანდი (სიტი)
7. ხულიან ალვარესი (ატლეტიკო)
8. დეკლან რაისი (არსენალი)
9. ვიტინია (პსჟ)
10. ვინისიუსი (რეალი)
11. რაფინია (ბარსელონა)
12. გაბრიელ მაგალაიაეში (არსენალი)
13. ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ)
14. ლეო მესი (ინტერ მაიამი)
15. უსმან დემბელე (პსჟ)
16. ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი)
17. ფედერიკო ვალვერდე (რეალი)
18. რონალდო (ალ ნასრი)
19. პედრი (ბარსელონა)
20. ლაუტარო მარტინესი (ინტერი)

    მსგავსი ამბები