ბუდუ ძირითადში დაბრუნდა და სრულად ითამაშა: ჰაიდენჰაიმმა ისევ წააგო

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის 25-ე ტურში ერთ-ერთ ლიდერს, „ჰოფენჰაიმს“ უმასპინძლა და დამარცხდა – 2:4.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა, 8 ნოემბრის შემდეგ პირველად.

ბუდუმ შეუცვლელად ითამაშა.

შეფასებები: whoscored – 6.5, sofascore – 6.5, Flashscore – 5.9.

„ჰოფენჰაიმი“49-ე წუთისთვის 3:0 იგებდა, მასპინძლებმა ორი გოლი კი გაქვითეს, მაგრამ მეტი ვეღარ მოახერხეს.

ჰაიდენჰაიმი – ჰოფენჰაიმი 2:4
გოლები: 0:1 პრასი (26), 0:2 პრასი (45+4), 0:3 ასლანი (49), 1:3 კერბერი (63), 1:4 ლემპერლე (78), 2:4 კერბერი (84)

„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 12 შეხვედრიდან 9 წააგო, 3 ფრედ დაასრულა, 14 ქულით ბოლო ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად „აინტრახტს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები