ბუდუ ძირითადში იყო და შეცვალეს: ჰაიდენჰაიმმა გლადბახში ქულა აიღო

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის 28-ე ტურში მიონხენგლადბახში „ბორუსიას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 2:2.

ქართველი თავდამსხმელი ძირითადში იყო და 62-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: Flashscore – 6.7, whoscored – 6.6, sofascore – 6.5.

ბორუსია გლადბახი – ჰაიდენჰაიმი 2:2
გოლები: მოჰია (16), 1:1 მაინკა (26), 1:2 ბუში (63), 2:2 ონორა (74)

„ჰაიდენჰაიმმა“ ბოლო 15 მატჩიდან 5 ფრედ დაასრულა, 10 წააგო, 16 ქულით აუტსაიდერია და 11 აპრილს „უნიონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები