უდუ ზივზივაძემ ბუნდესლიგაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა (1 ნოემბრის შემდეგ): მისმა „ჰაიდენჰაიმმა“ 29-ე ტურში ბერლინის „უნიონს“ უმასპინძლა და მოუგო – 3:1.
ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო და 70-ე წუთზე შევიდა.
9 წუთში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: საჯარიმოში მყოფმა იჯაჯგურა, ორ მცველ ბრძლაში გასცდა და ოდნავ კუთხიდან შორეულ მაღალ კუთეში ძლიერად დაარტყა.
ზივზივაძემ 90+4-ე წუთზე დუბლი შეასრულა, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.
შეფასებები: Flashscore – 7.6; Sofascore – 8.0; Whoscored – 7.4.
ამ სეზონში ზივზივაძემ მეორე გოლი გაიტანა (15 მატჩში).

ჰაიდენჰაიმი – ნიურნბერგი 3:1
გოლები: 1:0 ჰონსაკი (9), 2:0 ჰონსაკი (36), 2:1 კვერფელდი (75), 3:1 ზივზივაძე (79)
შეწყდა „ჰაიდენჰაიმის“ მოუგებელი 15-მატჩიანი სერია (5 ფრე და 10 წაგება).
გუნდი 19 ქულით აუტსაიდერია და 19 აპრილს „ფრაიბურგს“ შეხვდება სტუმრად.
