ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ბუნდესლიგის 30-ე ტურში სტუმრად „ფრაიბურგს“ შეხვდა და დამარცხდა – 1:2.
ქართველი თავდამსხმელი თადარიგში იყო, მოედანზე 47-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 58-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა: საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, ცოტა შეისწორა და მეკარისგან მარჯვენა და მისთვის შორეულ მარცხენა კუთხეში მოხდენლად ჩაახვია მაღალ კუთხეში.
ბუდუს გოლის მიუხედავად, მისმა გუნდმა კიდევ ერთი გაუშვა და ქულა ვეღარ აიღო.
თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასებები ქართველმა შემტევმა დაიმსახურა: sofascore – 7.6, Flashscore – 7.3, whoscored – 7.0.
ზივზივაძემ კი ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 16 მატჩში 3 გოლია.
ფრაიბურგი – ჰაიდენჰაიმი 2:1
გოლები: 1:0 მანზამბი (24), 1:1 ზივზივაძე (58), 2:1 ეგეშტაინი (83)
„ჰაიდენჰაიმი“ 19 ქულით აუტსაიდერია და 25 აპრილს „სანკტ-პაულის“ უმასპინძლებს.
