ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებშია

ბუდუ ზივზივაძე ბუნდესლიგის ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს. ტურის 11 საუკეთესო მოთამაშე Kicker-მა გამოარჩია.

ქართველმა თავდამსხმელმა ბუნდესლიგის ბოლო, 31-ე ტურში კონკურენტ „სანქტ პაულის“ წინააღმდეგ მატჩის დასაწყისში გაიტანა და ზოგადად „ჰაიდენჰაიმის“ გამარჯვებაში (2:0) სოლიდური წვლილი შეიტანა. ბუნდესლიგის საიტმა შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელა.

ბუდუმ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, გუნდს მოაგებინა და საუკეთესოდაც აღიარეს

ზივზივაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში შეძლო გატანა.
მიმდინარე სეზონში ბუდუს 17 მატჩში 4 გოლი აქვს.

გამარჯვების მთავარი მამოძრავებელი ზივზივაძე იყო: გულშემატკივართა გამოკითხვით ბუდუ საუკეთესოდ დასახელდა

„ჰაიდენჰაიმი” ბოლო, მე-18 ადგილზეა და პლეი-აუტის ზონას 4 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი ამბები