ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ ბუნდესლიგის 27-ე ტურში ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის მებრძოლ ლევერკუზენის „ბაიერს“ უმასპინძლა და უხვგოლიან შეხვედრაში ქულა მოიპოვა – 3:3.
ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა.
პირველი ტაიმი სტუმრებმა 2:0 მოიგეს და თითქოს მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ შესვენების შემდეგ მასპინძლები გააქტიურდნენ და ანგარიში გაათანაბრეს.
ბუდუს შეფასებები: sofascore – 6.9, whoscored – 6.8, Flashscore – 5.8.

ჰაიდენჰაიმი – ბაიერი 3:3
გოლები: 0:1 ტილმანი (22), 0:2 შიკი (35), 1:2 ბერენსი (56), 2:2 პირინგერი (72, პენ), 2:3 შიკი (75), 3:3 პირინგერი (85)
„ჰაიდენჰაიმი“ 15 ქულით ბოლო ადგილზეა (ბოლო 14 მატჩში გამარჯვება არ მოუპოვებია) და 4 აპრილს სტუმრად გლადბახის „ბორუსიას“ შეხვდება.
