ჩაკვეც და გოგლიჩიძეც ძირითადში იყვნენ და ორივე შეცვალეს: უოტფორდმა წააგო

ქართველების „უოტფორდი“ ინგლისის ჩემპიონშიპის მორიგ ტურში „ქუინზ პარკ რეინჯერსს“ ესტუმრა და დამარცხდა – 1:2.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. საბა გოგლიჩიძე 85-ე წუთზე, ხოლო გიორგი ჩაკვეტაძე 73-ე წუთზე შეცვალეს. საბამ ყვითელი ბარათი მიიღო.

შეფასებები:
ჩაკვეტაძე: Whoscored – 6.2, Sofascore – 6.6, Flashscore – 6.2.
გოგლიჩიძე: Whoscored – 6.3, Sofascore – 6.5, Flashscore – 5.7.

ქუინზ პარკი – უოტფორდი 2:1
გოლები: 1:0 კოლი (26), 2:0 სმიტი (63), 2:1 ლუზა (85)

„უოტფორდი“ 56 ქულით მე-9 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება და 6 აპრილს „ჩარლტონს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები