საქართველოს ნაკრები ახალ ერთა ლიგას 25 სექტემბერს იწყებს და კალენდრით პირველი თამაში ჩრდილოეთ ირლანდიასთან გვიწევს თბილისში. ამ შეხვედრას გულშემატკივრები ვერ დაესწრებიან, რადგან უეფას სადისციპლინო კომიტეტმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 2025 წლის 23 მარტს სომხეთის ნაკრებთან მომხდარი ინციდენტის გამო დასაჯა და აპრილში დაადგინა, რომ ერთ საშინაო თამაშს უმაყურებლოდ ჩავატარებთ.
ანუ გამოვიდა, რომ ჩრდ ირლანდიასთან შეხვედრას მაყურებელი ცოცხლად ვერ ნახავს, მაგრამ… ირკვევა, რომ მატჩს სტუმარი გუნდის ქომაგები მაინც დაესწრებიან. საქმე ისაა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიის საფეხბურთო ასოციაციამ უეფასთან კონსულტაციები გაიარა და დაითანხმა, რომ ის გულშემატკივრები, რომელთაც მანამდე ჰქონდათ შეძენილი თამაშზე დასასწრები ბილეთები და პლუს დაჯავშნილი სასტუმრო, თბილისურ თამაშზე დასწრებას შეძლებენ.
მატჩის ბილეთები გაიცემა მხოლოდ იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ სასჯელის გამოცხადებამდე ჰქონდათ დეტალები მოგვარებული. უეფა გასცემს იმ რაოდენობის ბილეთებს, რაც კვოტით არის გათვალისწინებული.
