ზურიკო დავითაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავად კლუბი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი დიდი ალბათობით ითამაშებს ლიგა 2-ის ბოლო ტურში აუტსაიდერ და უკვე გავარდნილ „ამიენთან“ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში.
„სენტ ეტიენისა“ და ბოლო ადგილზე მყოფი „ამიენის“ მატჩი დღეს, 22:00 საათზეა. სამატჩო განაცხადში ზურიკო უკვე შეყვანილია.
„ტრუამ“ (69 ქულა) ლიგა 1-ში გადასვლა უკვე გაინაღდა. მეორე ადგილისთვის იბრძვიან „ლე მანი“ (59 – ეთამაშება სტუმრად „ბასტიას“, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის და ქულები ჰაერივით სჭირდება), „სენტ ეტიენი“ (57) და „რედ სტარი“ (57 – სახლში უმოტივაციო „მონპელიეს“ ხვდება).
ლიგა 1-ში სამი გუნდი გადადის. ორი საუკეთესო პირდაპირ. მესამე-მეხუთე ადგილებზე გასულები კი პლეი-ოფში ითამაშებენ.
