ვერ დაეშვა და გამოვარდა: ლუკა ბუჩუკურმა ოლიმპიადა დაასრულა

მილანსა და კორტინაში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ლუკა ბუჩუკური სლალომში გამოვიდა.

შეჯიბრება რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა, რის გამოც ბევრმა მონაწილემ და მათ შორის, ბუჩუკურმაც, პირველი დაშვება ვერ დაასრულა და ტურნირს გამოეთიშა.

ლუკა ბუჩუკური რამდენიმე დღის წინ გიგანტურ სლალომში 56-ე ადგილზე გავიდა.

მსგავსი ამბები