ზურიკოთი ბენფიკა დაინტერესდა

„სენტ-ეტიენის“ ქართველი ლეგიონერით, ზურიკო დავითაშვილით არა მხოლოდ თურქული „ბეშიქთაში“, არამედ პორტუგალიური გრანდი, ლისაბონის „ბენფიკა“ დაინტერესდა – ინფორმაციას სოციალურ ქსელში გვერდი Benfica infos-ი ავრცელებს.

„ლისაბონის „ბენფიკა“ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეტევის მარცხენა ფლანგის გაძლიერებას აპირებს და სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული: პატრიკ ვიმერი, კეიტო ნაკამურა და ზურიკო დავითაშვილი, ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაგან ერთ-ერთის შეძენას ამჟამად კლუბის ხელმძღვანელობა განიხილავს“, – ამტკიცებს პორტუგალიური გვერდი.

24 წლის პატრიკ ვიმერი „ვოლფსბურგისა“ და ავსტრიის ნაკრების შემტევი ნახევარმცველია, ხოლო 25 წლის კეიტო ნაკამურა – „რეიმსისა“ და იაპონიის ეროვნული გუნდის გარმარბი.

ზურიკო დავითაშვილს „სენტ-ეტიენის“ საფრანგეთის ლიგა 2-ში დაქვეითების შემდეგ გუნდში დარჩენა არ სურდა, მაგრამ არ გაუშვეს და ამჟამად „მწვანეების“ერთ-ერთი ლიდერია.

1tv.ge

მსგავსი ამბები