კაშია კაპიტანი იყო, სიგუა ცოტა ათამაშეს – ქართველები ევროტურინირებზე

გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი“ ევროპა ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში შვეიცარიულ „იანგ ბოიზთან“ შინ დამარცხდა – 0:1.

ქართველი მცველი გუნდის კაპიტან იყო, ყვითელი ბარათი მიიღო და 55-ე წუთზე შეცვალეს.

სალონიკის პაოკ ხორვატიაში „რიეკასთან“ წააგო – 0:1. ქართველი მეკარე ლუკა გუგეშაშვილი ისევ თადარიგში იყო.

ისევ არ ათამაშეს ირაკლი აზაროვი, რომლის “შახტარმა” შვეიცარიულ „სერვეტს“ პოლონეთში უმასპინძლა და ფრე იკმარა – 1:1.

კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველ შეხვედრაში გაბრიელ სიგუას „ლოზანა“ შინ თურქულ „ბეშიქთაშს“ ფრედ ეთამაშა – 1:1. ქართველი ახალწვეული განაცხადში იყო და ითამაშა კიდეც, ოღონდ სულ ცოტა, 87-ე წუთზე შევიდა.

კრაიოვის „უნივერსიტატეა“ თურქეთში „ბაშაქშეჰირს“ ესტუმრა და 2:1 მოუგო. ანზორ მექვაბიშვილი, რომელიც წინა ეტაპის შეხვედრის გმირი იყო, მოედანზე მხოლოდ 89-ე წუთზე შეუშვეს.

მსგავსი ამბები