„ლივერპულის“ მეკარე კაოიმინ კელეჰერი ზაფხულში გუნდს დატოვებს, პირველი მეკარეობისთვის კი გიორგი მამარდაშვილი და ალისონ ბეკერი იბრძოლებენ – ამის შესახებ გამოცემა Football insider 247.com წერს.
„მერსისაიდულ დერბიში „ლივერპულმა“ „ევერტონს“ 1:0 მოუგო. „ლივერპულის“ კარში კაოიმინ კელეჰერი იდგა, რადგან ალისონი ტრავმირებულია. ირლანდიელმა კარგი თამაში ჩაატარა და კარი „მშრალად“ შეინახა.
Football Insider-ი იტყობინება, რომ კელეჰერის შეძენას „ბორნმუთი“ გეგმავს. „ლივერპული“ მის ტრანსფერში 30-დან 40 მილიონამდე ფუნტს მოითხოვს. ირლანდიელი მეკარის მიმართ ინტერესი იზრდება – „ჩელსი“ მზადაა, „ლივერპულის“ ფინანსური მოთხოვნა დააკმაყოფილოს და მეკარის პრობლემა გადაჭრას.
„ლივერპულის“ პირველი მეკარეობისთვის კი ალისონი და გიორგი მამარდაშვილი იბრძოლებენ, რომლის ტრანსფერიც კლუბმა გასულ ზაფხულს განახორციელა და იჯარით „ვალენსიაში“ დატოვა“.
1tv.ge
