მესი-სუარესი-ნეიმარი: 21-ე საუკუნის საუკეთესო ტრიო

MSN-ის ტრიო Goal-მა 21-ე საუკუნეში ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა.

სპორტულმა პორტალმა შეადგინა 21-ე საუკუნეში ევროპულ გუნდებში ნათამაშები შემტევი ფეხბურთელების საუკეთესო ტრიოს რეიტინგი. პირველ ადგილზე ლიონელ მესი, ლუის სუარესი და ნეიმარი გავიდნენ, რომლებიც ერთად თამაშობდნენ „ბარსელონაში“.

სრული სია ასე გამოიყურება:

  1. ლიონელ მესი – ლუის სუარესი – ნეიმარი (ბარსელონა);
  2. კარიმ ბენზემა – გარეთ ბეილი – კრიშტიანო რონალდო (მადრიდის რეალი);
  3. ტიერი ანრი – სამუელ ეტოო – ლიონელ მესი (ბარსელონა);
  4. კრიშტიანო რონალდო – კარლოს ტევესი – უეინ რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი);
  5. მოჰამედ სალაჰი – რობერტო ფირმინო – სადიო მანე (ლივერპული);
  6. რობერტ პირესი – დენის ბერგკამპი – ტიერი ანრი (არსენალი);
  7. კილიან მბაპე – ედინსონ კავანი – ნეიმარი (პსჟ);
  8. პედრო – ედენ აზარი – დიეგო კოსტა (ჩელსი);
  9. მარიო გიოტცე – რობერტ ლევანდოვსკი – მარკო როისი (ბორუსია დორტმუნდი);
  10. ჰალკი – რადამელ ფალკაო – სილვესტრე ვარელა (პორტო).

მსგავსი ამბები