ქოჩორა ძირითადში იყო და კინაღამ გაიტანა: სპორტინგს ნახევარფინალში გასვლა გაუჭირდა

გიორგი ქოჩორაშვილი „სპორტინგის“ ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდა. ლისაბონურმა კლუბმა პორტუგალიის თასის მეოთხედფინალურ შეხვედრაში შინ „ავეში“ გაჭირვებით, დამატებით დროში დაამარცხა – 3:2.

მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში რვა ცვლილება განახორციელა, შანსი ქართველ ფეხბურთელსაც მიეცა. გიორგი 68-ე წუთზე შეცვალეს.

პირველ ტაიმში კინაღამ გოლიც გაიტანა, ახლო მანძილიდან მისი დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.
ჰქონდა ზუსტი პასების საკმაოდ მაღალი პროცენტი.

შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 6.7.

სპორტინგი – ავეში 3:2 (ძირ. დრო 2:2)
გოლები: 1:0 გილერმე (29), 2:0 სუარესი (50), 2:1 პედრო ლიმა (63, პენ), 2:2 ნენე (90+2, პენ), 3:2 კატამუ (117)

„სპორტინგს“ 10 თებერვალს მნიშვნელოვანი მატჩი აქვს, ჩემპიონატის 21-ე ტურში სტუმრად ლიდერ „პორტოს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები