საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად ლიეტუვა 2:0 დაამარცხა და ორივე გოლი გიორგი მიქაუტაძის ანგარიშზეა (ერთი პენალტით). ჟორჟმა ნაკრებში მონაგარი 23 გოლამდე გაზარდა და კვარას ერთი გოლით გადაასწრო, ხოლო ნაკრების ყველა დროის ბომბარდირ შოთა არველაძეს 3 გოლში მიუახლოვდა (შოთას 26 გოლი აქვს).
მოვიგეთ: 2:0 ლიეტუვასთან და არსად გამქრალი კითხვები
თამაშის შემდეგ მიქაუტაძემ კომენტარი გააკეთა:
„ეს მოგება ძალიან გვჭირდებოდა, რადგან ხანგრძლივი წარუმატებელი სერია გვქონდა (5 მოუგებელი მატჩი, ავტ). ზაფხულში კიდევ ვითამაშებთ და ეს ერთა ლიგის შეხვედრებისთვის უნდა გამოვიყენოთ.
შესვენებაზე მწვრთნელმა მოგვიწოდა უფრო აქტიურად და დაბალი პასებით გვეთამაშა. ვფიქრობ, მეორე ტაიმი კარგად ჩავატარეთ. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ.
გოლებით ხვიჩა კვარაცხელიას გადავასწარი, მაგრამ ჩვენ ამას არ ვუყურებთ, ორივეს მიზანია თითოეულ შეხვედრაში საქართველოს დავეხმაროთ. კი გოლები საჭიროა, მაგრამ მოგება უფრო საჭიროა.
პენალტი რომ ინიშნება, ან კვარა ურტყამს ან მე. დღეს მე წამაქციეს და მე დავარტყი.
