ბუდუ ზივზივაძეს ეს დღე არასდროს დაავიწყდება: საკლუბო კარიერაში ქართველ ფეხბურთელს ასეთი რამ ალბათ არც ჰქონია და არც ექნება – მიუნხენში „ბაიერნს“ დუბლი შეასრულა, ხოლო აუტსაიდერი „ჰაიდენჰაიმი“ სენსაციურ მოგებასთან ახლოს იყო, მაგრამ მსაჯმა თამაში არაფრით არ დაამთავრა და მასპინძლებმა მე-10 დამატებულ წუთზე გაათანაბრეს – 3:3. თან რა დასანანი გიოლი გავიდა: ოლისემ შორიდნ დაარტყა, ბურთი ძელს მოხვდა, გადამხტარ მეკარეს ზურგზე მოხვდა და ისე შევარდა კარში. რას ხტებოდა საერთოდ?!
მართალია, პსჟ-ს მოლოდინში უკვე ჩემპიონ „ბაიერნს“ ეს თამაში არაფერში სჭირდებოდა და თან გადახალისებული შემადგენლობით გავიდა, მაგრამ ქართველის და მისი გუნდის დამსახურებას ეს არ ამცირებს, მით უმეტეს, რომ მეორე ტაიმში მასპინძელთა შორის მთელი დამრტყმელი ძალა გამოჩნდა – ჰარი კეინი, ოლისე, ლუის დიასი, კიმიხი ყველანი შევიდნენ შესვენების შემდეგ.
ბუდუმ პირველი გოლი 22-ე წუთზე გაიტანა, მეკარის საჯარიმოში ჩაგდებულ ბურთს ნახტომში მისწვდა და კარში შეაგდო.
76-ე წუთზე კი გამარჯვების გოლი გაიტანა, თანაც ულამაზესი: კონტრშეტევაზე ბურთი საკმაოდ ათრია, საჯარიმოში შევიდა, მცველი მოტეხა და შორეულ ცხრიანში ლამაზად ჩასვა. შედევრი.
შეფასებები: flashscore – 8.0, sofascore – 8.2, whoscored – 6.49.
ზივზივაძემ თავი ზედიზედ მეოთხე შეხვედრაში გამოიჩინა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 6 გოლია.

ბაიერნი – ჰაიდენჰაიმი 3:3
გოლები: 1:0 ზივზივაძე (22), 0:2 დინკჩი (31), 1:2 გორეცკა (44), 2:2 გორეცკა (57), 2:3 ზივზივაძე (76), 3:3 რამაჯი (90+10, ავტოგოლი)
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „ჰაიდენჰაიმი“ 23 ქულით კვლავ ბოლო ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება „ვოლფსბურგს“ და 3 ქულით „სანკტ პაულის“, თან ამათ ტურის მატჩი ჯერ სათამაშო აქვთ.
ბუდუს და მის გუნდს კი მომდევნო მატჩი 10 მაისს აქვთ, სტუმრად „კიოლთან“.

