გულიაშვილმა გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

გიორგი გულიაშვილის სანტანდერის „რასინგმა“ ლა ლიგა 2-ის 33-ე ტურში შინ ხიხონის „სპორტინგი“ დაამარცხა – 3:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-80 წუთზე შეცვალეს.

ანგარიში სწორედ ჩვენიანმა გახსნა: მე-10 წუთზე, კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ გულიაშვილის ნაცვლად შესულმა ასიერ ვილიალიბრემ წამატებულ დროში დუბლი შეასრულა.

გულიაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

შეფასებები: flashscore – 7.4; sofascore 6.8.

ჩემპიონატის 10 შეხვედრაში გულიაშვილის ანგარიშზე 3 გოლი და 1 ასისტია.

რასინგი – ხიხონი 3:1
გოლები: 1:0 გულიაშვილი (10), 1:1 დუბასინი (68, პენ), 2:1 ვილიალიბრე (90+1), 3:1 ვილიალიბრე (90+7)

ზედიზედ ორი წაგების შემდეგ „რასინგი“ 62 ქულით ლიდერია და 5 აპრილს სტუმრად „ანდორას“ შეხვდება.

მსგავსი ამბები