ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის ჩემპიონია. პსჟ-მა ლიგა 1-ის 29-ე ტურის გადადებულ შეხვედრაში კონკურენტ „ლანსს“ სტუმრად მოუგო 2:0 და პირველი ადგილი გაინაღდა.
პსჟ ზედიზედ მე-5-ედ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, სულ კი პარიზელებისთვის ეს მე-14 ტიტულია, ხოლო კვარაცხელიასთვის ზედიზედ მე-2.
ანგარიში 29-ე წუთზე ხვიჩამ გახსნა. დემბელემ გადაცემა ჩაჭრა და ქართველი მეკარესთან პირისპირ დატოვა, რომელმაც დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყმა.
შეცვალეს 72-ე წუთზე.
შეფასებები: Flashscore – 6.4; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.9.
კვარაცხელიას ლიგა 1-ში 8 გოლი და 4 ასისტი დაუგროვდა.
ყველა ტურნირზე 46 შეხვედრაში 19 გოლი და 10 საგოლე პასია.

ლანსი – პსჟ 0:2
გოლები: 0:1 კვარაცხელია (29), 0:2 მბაიე (90+4)
პსჟ-მა 33 ტურის შემდეგ 76 ქულა დააგროვა, „ლანსთან“ უპირატესობა 9 ქულამდე გაზარდა (76:67) და სეზონის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე კონკურენტთათვის მიუწვდომელია.
პსჟ 17 მაისს, ბოლო ტურში სტუმრად „პარიზს“ ეთამაშება.
