ხვიჩა შეცვლაზე შევიდა: პსჟ-მა მოიგო და ჩემპიონობას უკვე ზეიმობს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მა ლიგა 1-ის 33-ე ტურში „ბრესტი“ დაამარცხა – 1:0. ჩემპიონობის გასანაღდებლად პარიზელებს მხოლოდ ქულა სჭირდება.

როგორც მოსალოდნელი იყო კვარაცხელია სკამზე იყო, მაგრამ შეცვლაზე მაინც შევიდა, 61-ე წუთზე, რადგან გუნდი ვერ იგებდა.

ხვიჩა მატჩის ბოლომდე ტრადიციულად აქტიური იყო. ერთ მომენტში კი ფეხი ატკინეს.

შეფასებები: Flashscore – 7.0; Sofascore – 7.1; Whoscored – 6.7.

ლუის ენრიკე უკვე ზეიმობს ჩემპიონობას:
„ვფიქრობ, ჩვენ უკვე ჩემპიონები ვართ. ვფიქრობ, 6-ქულიანი უპირატესობა ორი ტურიტ ადრე საკმარისია და ეს საშუალებას გვაძლევს ინდივიდუალურად მოვემზადოთ დარჩენილი ორი მატჩისთვის, სანამ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის მზადებას დავიწყებთ.“

ვთქვათ ისიც, რომ პსჟ-მა ახალი ფორმით ითამაშა.

პსჟ – ბრესტი 1:0
გოლი: დუე (82)

პსჟ 73 ქულით ლიდერია და 13 მაისს, 29-ე ტურის გამოტოვებულ მატჩში, სტუმრად მდევარ „ლანსს“ შეხვდება, რომელსაც 6 ქულით უსწრებს და თუ არ წააგო ჩემპიონიც ოფიციალურად გახდება.

მსგავსი ამბები