კრიშტიანო რონალდომ კარიერაში კიდევ ორი გოლი გაიტანა და ახლა მის ანგარიშზე უკვე 964 გოლია.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში პორტუგალიელის “ალ ნასრმა” “ალ ჰაზემი” 4:0 დაამარცხა.
41 წლის კრიშტიანომ ანგარიში მე-13 წუთზე გახსნა, შემდეგ კი 79-ე წუთზე დუბლი შეასრულა (ორივე ასისტი კინგსლი კომანის ანგარიშზეა). ეს მისი 963-ე და 964-ე გოლებია.
ამ გამარჯვების შემდეგ “ალ ნასრი” ცხრილში 55 ქულით პირველ ადგილზეა და “ალ ჰილალს” 1 ქულით უსწრებს.
რონალდომ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა. ამჟამად მას საკლუბო დონეზე 822 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ეროვნულ ნაკრებში – 142.
კრიშტიანომ ამ სეზონში 25-ე და 26-ე გოლი გაიტანა.
პორტუგალიელს ჩემპიონატის 20 მატჩში 20 გოლი აქვს. ყველა ტურნირზე კი კლუბსა და ნაკრებში, 29 თამაშში 26 გოლი.
კრიშტიანომ 30 წლის შემდეგ 500 გოლი გაიტანა, უფრო სწორედ 501.
