ხვიჩა კვარაცხელიას მორიგ დიდებულ თამაშს ჩემპიონთა ლიგაზე გამოეხმაურა ცნობილი გამოცემა „გარდიანი“ და ჩვენიანზე მაგარი რაღაცეები დაწერა.
ჯერ მარტო სათაური ვნახოთ: „კვარაცხელია იდეალური სკალპელია პსჟ-ს ქირურგიული ბრწყინვალებისთვის. არსენალო, ფრთხილად იყავი“.
მერე იქვე მოყვება:
„ხვიჩა კვარაცხელიას ხრიკებმა და ფანტაზიამ მიუნხენში შეგვახსენა ფინალში „არსენალის“ წინაშე არსებული გამოწვევა“.
რაც შეეხება თავად სტატიას, აქაც კვარა აღმატებით ხარისხშია მოხსენიებული.
„მაგალითად, ბუკაიო საკა ძალიან კარგი მოთამაშეა. მაგრამ ის ფანტაზიის მხრივ ხვიჩა კვარაცხელიას დონეზე არ არის…
… მაგრამ „ბაიერნის“ მარჯვენა მცველი კონრად ლაიმერი ერთგვარი შესაწირი იყო. მისი ყურება თუ როგორ ცდილობდა კვარაცხელიას შეჩერებას, ჰგავდა ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანის დანახვას ჰიპერკვალიფიციური ფუტურისტული უცხოპლანეტელების შეტევის წინააღმდეგ.
ლაიმერი ყოველ 10 ნაბიჯზე ტრიალებდა და კვარაცხელიას ეძებდა, ამოწმებდა, მანქანის უკანა სავარძელში ხომ არ იჯდა, ან დივანზე ხომ არ წამოწოლილიყო და გაყინული იოგურტის უკანასკნელ ქილას მიირთმევდა“.
