კვერნაძემ 77 წუთი ითამაშა, ფროზინონე აუტსაუდერთან წაგებას ბოლოს გადაურჩა

გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ს 28-ე ტურში აუტსაიდერ „პესკარას“ უმასპინძლა და წაგებას ბოლო წამებზე გადაურჩა – 2:2.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო, 77 წუთი ითამაშა და ერთ-ერთი გამორჩეული იყო.

შეფასებები: Flashscore – 7.5; Sofascore – 7.1.

ფროზინონე – პესკარა 2:2
გოლები: 0:1 ნარდო (2), 0:2 ნარდო (33), 1:2 კალო (85, პენ), 2:2 რაიმონდო (90+4)
გაძევება: ალტარე (82, პესკარა)

„ფროზინონე“ 55 ქულით მე-3 ადგილზეა, მაგრამ 60 ქულიან „ვენეციასა“ და „მონცას“ კიდევ უფრო ჩამორჩა და 8 მარტს „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები