გიორგი კვერნაძის „ფროზინონემ“ სერია B-ს 36-ე ტურში დაჩი ლორთქიფანიძის „კარარეზეს“ უმასპინძლა და დაამარცხა – 3:0.
ქართელი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 70 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო. შეფასებები: Sofascore – 7.2, Flashscore – 6.9.
ლორთქიფანიძე თადარიგში იყო.
ფროზინონე – კარარეზე 3:0
გოლები: 1:0 კალო (54, პენ), 2:0 ფიორი (72), 3:0 კონე (90+6, პენ)
„ფროზინონე“ 75 ქულით მე-2 ადგილზეა და 1 მაისს, ბოლოსწინა ტურში სტუმრად „იუვე სტაბიას“ შეხვდება. ასევე 75 ქულა აქვთ „ვენეციას“ და „მონცას“ და სერია ა-ს ორი საგზურისთვის დიდი ბრძლები იქნება.
–
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის 31-ე ტურში შინ „ჰოფენჰაიმთან“ დამარცხდა – 1:2.
ქართველი მცველი 75-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
შეფასებები: Sofascore – 6.7, Flashscore – 6.5, Whoscored – 6.2.
ჰამბურგი – ჰოფენჰაიმი 1:2
გოლები: 0:1 ასლანი (18), 1:1 გლატცელი (34, პენ), 1:2 ლემპერლე (45)
„ჰამბურგმა“ ბოლო 6 მატჩიდან 4 წააგო (2 ფრე), 31 ქულით მე-14 ადგილზეა და 2 მაისს „აინტრახტს“ ესტუმრება.

საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში ხვიცა კვარაცხელიას პსჟ-მ სტუმრად „ანჟე“ დაამარცხა – 3:0.
„ბაიერნთან“ ჩემპიონთა ლიგის პორველი ნახევარფინალური მატჩის წინ, ლიდერებს არ უთამაშიათ და ხვიჩა კვარაცხელია, უსმან დემბელე და დეზირე დუე სკამზე დარჩნენ.
ანჟე – პსჟ 0:3
გოლები: 0:1 ლი (8), 0:2 მეილიუ (39), 0:3 ბერალდო (52)
გაძევება: რამოში (74, პსჟ)
პსჟ 69 ქულით ლიდერია და უახლოეს მდევარ „ლანსს“ 6 ქულით უსწრებს.
–
ქართველების „უოტფორდი” ისევ დამარცხდა და ამჯერად ჩვენების გარეშე: ჩემპიონშიფის 44-ე ტურში “მიდლსბრომ” „უოტფორდი“ 5:1 დაამარცხა. გიორგი ჩაკვეტაძე და საბა გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ.
მიდლსბრო – უოტფორდი 4:1
გოლები: 1:0 უიტეკერი (6), 2:0 სტრელეცი (45+1), 2:1 აბანკვა (48), 3:1 უიტეკერი (58), 4:1 ქონვეი (75), 5:1 ქონვეი (90+2)
„უოტფორდი” ზედიზედ მეოთხე წაგების შემდეგ 57 ქულით მე-16 ადგილზეა და 2 მაისს, ბოლო ტურში “ქოვენთრის” უმასპინძლებს.
