ქართველების „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში მოულოდნელად ქულა აიღო, სტუმრად „რენს“ გაუძლო და დაუზავდა – 0:0.
ჩვენი სამეულიდან მხოლოდ გიორგი წიტაიშვილმა ითამაშა. ის 85-ე წუთზე შეცვალეს.
შეფასებები: sofascore – 6.5, Flashscore – 6.1, whoscored – 5.9.
გიორგი აბუაშვილი და გიორგი ქვილითაია სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.
„მეცმა“ ზედიზედ 6 წაგების შემდეგ მოიპოვა ქულა, 14 ქულით ბოლო ადგილზეა და 7 ტურით ადრე პლეი-ოფის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.
ჩვენების გუნდი 5 აპრილს „ნანტს“ უმასპინძლებს.

