მიქაუტაძემ ლა ლიგაში პირველი დუბლი შეასრულა: ვილიარეალმა დერბი დიდი ანგარიშით მოიგო

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალი“ ჩემპიონატის 34-ე ტურში ვალენსიურ დერბიში „ლევანტეს“ შეხვდა და მოუგო – 5:1.

ამაში ქართველის წვლილიცაა: მიქაუტაძემ ორი გოლი გაიტანა და გუნდს გამარჯვებაში სწორედ მისი გოლები დაეხმარა ყველაზე მეტად.

38-ე წუთზე ანგარიში გახსნა. მცველს საჯარიმოს ხაზთან კუთხეში აართვა, მეკარესთან მივიდა და საკმაოდ მახვილი და რთული კუთხიდან უზადოდ შეაგდო ბურთი კარში. ვითომ ერთი ერთზე იყო, მაგრამ ასე გატანა არც თუ მარტივი იყო.

მეორე ტაიმში პარტნიორს კარგად გაეხსნა, საჯარიმოში შესულმა ცაციათი გაიტანა და ანგარიშში სხვაობა ორამდე გაზარდა, რითაც მატჩის ბედი გადაწყვიტა კიდეც.

ამას გარდა, საკმაოდ აქტიურობდა და ჰქონდა სხვა მომენტებიც. შეცვალეს 74-ე წუთზე.

ეს პირველი დუბლია ჟორჟისთვის ესპანეთის ჩემპპიონატში.

გიორგიმ ლა ლიგაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

შეფასებები: flashscore – 8.9, sofascore – 8.4, whoscored – 6.8.

ვილიარეალი – ლევანტე 5:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (38), 1:1 ესპი (51), 2:1 მოლეირო (62), 3:1 მიქაუტაძე (68), 4:1 ბიუკენენი (87), 5:1 პეპე (90)

“ვილიარეალი” 68 ქულით მე-3 ადგილზეა და 10 მაისს სტუმრად “მალიორკას” შეხვდება.

მსგავსი ამბები