მიქაუტაძემ ორი მომენტი ვერ გამოიყენა: ვილიარეალმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ ლა ლიგის 32-ე ტურში ვიგოს „სელტას“ უმასპინძლა და დაამარცხა – 2:1.

ქართველი თავდამსხმელი ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა, ორი რეალური მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გაიტანა.
პირველი ტაიმის მიწურულს ფლანგიდან სცადა ცარიელი კარის აღება და მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა.
მეორე ტაიმში ერთი შეხებით დაარტყა დაბალ კუთხეში, მაგრამ მეკარემ მოიგერია.

უკვე 4 მატჩია, მიქაუტაძეს ლა ლიგაში საგოლე მოქმედება არ ჰქონია.

85-ე წუთზე შეცვალეს.

შეფასებები: Flashscore – 6.8; Sofascore – 6.6; Whoscored – 6.7.

ვილიარეალი – სელტა 2:1
გოლები: 1:0 მორენო (2, პენ), 2:0 პეპე (29), 2:1 იგლესიასი (73, პენ)

„ვილიარეალი“ 65 ქულით მე-3 ადგილზეა და 2 მაისს „ლევანტეს“ უმასპინძლებს.
ამ მოგებით გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.

მსგავსი ამბები