მუნდიალის 2026-ის პირველი გოლი

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი დაიწყო. პირველ მატჩში მასპინძელმა მექსიკამ საშინაო “აცტეკაზე” სამხრეთ აფრიკა დაამარცხა – 2:0.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი მე-6 წუთზე კინონესმა გაიტანა, მეორე – 67-ე წუთზე ხიმენესმა.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა სამი წითელი ბარათი აჩვენა: ორი აფრიკელი გააგდო და კომპენსირებულ დროში ერთი მექსიკელიც მიაყოლა.

მსგავსი ამბები