ოლისე კვარასთან: პსჟ-ს მიუნხენიდან ფრანგის ვარსკვლავის წაყვანა მოუნდა

L’Équipe-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნის მაიკლ ოლისეს შეძენას შეეცდება. ფრანგ ფორვარდზე ახლახან ბაიერნის თავმჯდომარე ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა, რომ “ოლისე არ იყიდება”. ოლისე ახლა საფრანგეთის ნაკრებთან ერთად მისთვის პირველი მუნდიალისთვის ემზადება.

ოლისეს სავარაუდო ტრანსფერზე ბევრს წერენ, გასულ კვირაში აქტუალური რეალის თემა იყო, როცა ფლორენტინო პერესის წინასაარჩევნო განაცხადი “ახალ გალაქტიკოზე” მას დაუკავშირეს, იმის მიუხედავად, რომ თავად პერესმა თქვა, რომ ოლისე არ მიგულისხმიაო. 24 წლის გარემარბის სატრანსფერო ფასი 150 მილიონი ევროა, თუმცა ცხადია, ბაიერნი ამ ფასად მას ნამდვილად არ შეელევა.

მიუხედავად ამისა, “ეკიპი” წერს, რომ პსჟ-ს ხელმძღვანელობას ამ საქმიდან დადებითი მოლოდინი აქვს. ლონდონში გაზრდილ ოლისეს ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, მან ბაიერნის მაისურით ყველა შეჯიბრებაში 22 გოლი და 31 საგოლე პასი გააკეთა. მას ბაიერნთან 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი. ახლახან საფრანგეთის ნაკრების ამხანაგურ მატჩში ოლისემ ჰეთ თრიკი შეასრულა.

იმ შემთხვევაში, თუ ეს ტრანსფერი გამოვა, იდეალურ სიტუაციაში პსჟ-ს შეტევის ფლანგებს მაიკლ ოლისე (მარჯვნივ) და ხვიჩა კვარაცხელია (მარცხნივ) შეადგენს, ხოლო მათთან კონკურენციაში შესაბამისად, დეზირე დუე და ბრედლი ბარკოლა იქნებიან.

betsson.sport

მსგავსი ამბები