ორივე ძირითადში: უოტფორდი აუტსაიდერთან ბოლოს გადარჩა

გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ ჩემპიონშიფის აუტსაიდერს, „შეფილდ უენსდეის“ ესტუმრა და ქულები დაკარგა – 1:1. დაკარგა კი არა, ეს ქულა ალბათ უფრო მოიპოვა, რადგან გამათანაბრებელი გოლი ბოლო წუთზე გაიტანა.

ორივე ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო. ჩაკვეტაძე 84-ე წუთზე შეცვალეს, გოგლიჩიძემ და სრულად ითამაშა და 31-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ჩემპიონშიფის ოცდამეჩვიდმეტე ტურში „უოტფორდმა“ გასვლაზე ჩემპიონატის ბოლოადგილოსან „შეფილდ უენსდეისთან” ქულები გაიყო – 1:1.

შეფასებები:
ჩაკვეტაძე: Whoscored – 6.6 , Sofascore – 6.9, Flashscore – 7.4.
გოგლიჩიძე: Whoscored – 6.4 , Sofascore – 6.6 , Flashscore – 5.9

შეფილდ უენსდეი – უოტფორდი 1:1
გოლები: 1:0 იეიტსი (54), 1:1 სემედუ (90)

37 ტურის შემდეგ „უოტფორდი“ 53 ქულით მე-9 ადგილზეა და 14 მარტს სტუმრად „სტოკს“ შეხვდება.

მსგავსი ამბები