ქართველების „მეცი” ლიგა 1-ის 25-ე ტურში სტუმრად “ლანსს” შეხვდა და რა თქმა უნდა წააგო – 0:3.
ძირითად შემადგენლობაში ამჯერად მხოლოდ ერთი ჩვენიანი იყო, გიორგი ქვილითაია, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადს მიჩვეული გიორგი წიტაიშვილი 72-ე წუთზე შევიდა.
გიორგი აბუაშვილი თადარიგში დარჩა.
შეფასებები:
ქვილითაია: sofascore – 6.4, whoscored – 6.0.
წიტაიშვილი – 6.8, whoscored – 6.3.
ლანსი – მეცი 3:0
გოლები: 1:0 აბდულჰამიდი (44), 2:0 ტოვენი (46), 3:0 ჰაიდარა (52)
“მეცი” 15 ქულით აუტსაიდერია და 15 მარტს “ტულუზას” უმასპინძლებს.
