ქართველების „მეცმა“ საფრანგეთის ჩემპიონატის 31-ე ტურში უხვგოლიანი მატჩი ჩაატარა და სტუმრად „ლე ავრთან“ ცოტა უცნაური ანგარიშით ფრედ ითამაშა – 4:4.
გიორგი ქვილითაიამ ისევ გაიტანა. მარჯვენა ფლანგიდან ჩაწოდებულს მეკარის საჯარიმოს ხაზთან დახვდა და ნახტომში თავით გაიტანა. ხოლო წიტაიშვილმა პენალტი მოიპოვა.
გარდა ამისა, მატჩის მიწურულს წიტაიშვილი-აბუაშვილის კომბინაციისას ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარემ აიღო, არადა შეიძლებოდა მატჩის გმირი გამხდარიყო.
ძირითად შემადგენლობაში იყვნენ წიტაიშვილი და ქვილითაია (შეცვალეს 81-ე წუთზე), ხოლო გიორგი აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა, 81-ე წუთზე.
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 6.4, sofascore – 6.1, Flashscore – 6.3.
ქვილითაია: whoscored – 7.1, sofascore – 6.9, Flashscore – 6.4.
აბუაშვილი: whoscored – 6.2, sofascore – 6.4.


ლე ავრი – მეცი 4:4
გოლები: 1:0 სამატა (5), 1:1 ქვილითაია (9), 2:1 კეშტა (13), 2:2 ენი (45+5, პენ), 3:2 ზუაუი (52, პენ), 3:3 პანდორი (54), 4:3 დუკურე (61), 4:4 ენი (85)
„მეცი“ 16 ქულით აუტსაიდერია და 2 მაისს „მონაკოს“ უმასპინძლებს. ქართველების გუნდი ფაქტობრივად გავარდნილია.
