დღეს ჩემპიონთა ლიგის წილისყრაა და გავიგებთ ვინ შეხვდება ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს: „ბარსელონა“ თუ „ჩელსი“. ამ ორში რომელი ჯობს? ამ არც თუ მარტივ კითხვაზე პასუხის გაცემა ქართველ ფეხბურთელსაც მოუწია.
აი რა თქვა კვარამ:
„ვის ვისურვებდი, „ჩელსის“ თუ „ბარსელონას“? ორივე დიდებული გუნდია, ამ ორ შესანიშნავ გუნდს პატივს ვცემთ და ვნახოთ რომელთან მოგვიწევს შეხვედრა.
მათთან სათამაშოდ მზად ვართ? – რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა“.
წილისყრა დღეს, 27 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება.
