თბილისის „დინამომ “ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა – თემურ ქეცბაია.
კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
„მადლობა ნდობისთვის. მომეცა შესაძლებლობა, ვიმუშაო იმ გუნდში, სადაც დიდხანს ვითამაშე და ახლა, წლების შემდეგ, მწვრთნელად დავბრუნდი. „დინამო“ საქართველოში პირველი გუნდია და უნდა გავაკეთოთ ის, რაც ამ კლუბს შეეფერება.
„დინამო“ ყოველთვის იყო და იქნება პირველი გუნდი. ყველა ბავშვი აქ მოხვედრაზე ოცნებობს. გუნდს ყველა რესურსი გააჩნია საუკეთესო იყოს, მაგრამ ამისთვის დროა საჭირო. აქ ბევრი ახალგაზრდა თამაშობს. გუნდს გამოცდილება სჭირდება, ფეხბურთელები, რომლებიც ახალგაზრდებს დაეხმარებიან დიდი მიზნების მიღწევაში. ევროტურნირებზე სამწუხაროდ ჯერ ვერცერთმა ქართულმა გუნდმა ვერ მოახერხა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა. იმედია, დადგება დრო, როცა „დინამო“ ამისთვის იბრძოლებს.
ყველაფერს გავაკეთებ, რომ „დინამომ“ დაიბრუნოს ძველი სახელი. საჭიროა გამოცდილი ფეხბურთელების დამატება. პრეზიდენტისგან სრული მხარდაჭერა გვაქვს, რომ გავძლიერდეთ.
ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც ეგრევე ითამაშებენ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიმატოთ მოთამაშეები, რომლებიც გუნდსაც დაეხმარებიან და ახალგაზრდებსაც – გაზრდაში. ყველა ფეხბურთელი ჩემი თანხმობით მოვა. მინდა ისეთი ფეხბურთელები, რომელთაც ვიცნობ და მჯერა, რომ “დინამოს” დაეხმარებიან.
არ აქვს მნიშვნელობა, უცხოელი იქნება თუ ქართველი. მთავარია კარგი ფეხბურთელები იყვნენ. მათ შორის გამოცდილი ქართველები, ვინც ჩამოსვლას ისურვებს
გუნდს ევროპის თასი აქვს მოპოვებული და გვინდა ეს ამბიცია დავუბრუნოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ მიზანი სწორედ ეს არის. ყველანაირად ვეცდებით, რომ ასეთი გუნდი ჩამოვაყალიბოთ. სამ წელიწადში თუ ამას შევძლებთ, გამიხარდება. თუ არა და, ამ პროექტის გაგრძელება სხვას მოუწევს.
სამი წლის განმავლობაში შეიძლება ისეთი გუნდის შექმნა, რომელიც გულშემატკივარს გაახარებს და ევროტურნირის ჯგუფისთვის იბრძოლებს. 3-წლიანი კონტრატქი ამიტომაც გავაფორმეთ.
სამწუხაროა, რომ ჩვენთან ის ფეხბურთი არ არის, რასაც ტელევიზორში ვხედავთ. შეიძლება სხვაგან უარესი ჩემპიონატია, მაგრამ ხალხი მაინც დადის. სანამ ჩვენს ჩემპიონატს გავაკრიტიკებთ, ჯერ სტადიონზე უნდა მივიდეთ.
სამწუხაროა, რომ „დინამო“ ერთ-ერთ ლამაზ სტადიონზე თამაშობს და ტრიბუნები ცარიელია“.
თბილისი ულამაზესი ქალაქია და მასაც სჭირდება ისეთი გუნდი, რომელიც ასახელებს. კრიტიკა კარგია, მაგრამ “დინამოს” თანადგომაც სჭირდება. ამიტომ, მოვუწოდებ ხალხს, მოვიდნენ სტადიონზე და დაუდგნენ გუნდს გვერდში”.

