NBA-ში წარმატებული დღე ჰქონდათ ქართველ კალათბურთელებს. სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ შინ „დალას მავერიქსი“ დაამარცხა – 122:92. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ კი „მილუოკი ბაქსს“ მოუგო – 130:91.
მამუკელაშვილმა 18 წუთი ითამაშა და 13 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.
ბითაძემ მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, მაგრამ 7 ქულა მაინც მოასწრო, პლუს 5 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი.

აღმოსავლეთი კონფერენციაში „ტორონტო“ მე-5 ადგილზეა (36 მოგება, 27 წაგება), „ორლანდო“ – მე-6-ზე (35/28).
„ტორონტო“ 13 მარტს სტუმრად „ჰიუსტონს“ ეთამაშება, “ორ ლანდო“ 12 მარტს შინ „კლივლენდს“.
