ჩემპიონთა ლიგაზე 1/16 ფინალი და პლეი-ოფის საკვალიფიკაციო ეტაპი დასრულდა და მერვედფინალისტები სრულად დაკომპლექტდა: წილისყრა ხვალ, 27 თებერვალს, თბილისის დროით 15:00 საათზეა. თუმცა უეფამ გუნდები უკვე დააწყვილა და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია.
ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს ნებისმიერ შემთხვევაში ურთულესი თამაშები მოუწევს, ან „ბარსასთან“ ან „ჩელსისთან“.
1/8 ფინალის სავარაუდო წყვილები:
პსჟ – ბარსელონა/ჩელსი
გალათასარაი – ლივერპული/ტოტენჰემი
რეალი – სპორტინგი/სიტი
ატალანტა – არსენალი/ბაიერნი
ნიუკასლი – ბარსელონა/ჩელსი
ატლეტიკო – ლივერპული/ტოტენჰემი
ბოდო გლიმტი – სპორტინგი/სიტი
ლევერკუზენი – არსენალი/ბაიერნი
მერვედფინალის პირველი მატჩები 10/11 მარტს გაიმართება, განმეორებითი – 17/18 მარტს.
