თორნიკე შენგელიას „ბარსელონამ“ ევროლიგაში თურქულ „ეფესს“ უმასპინძლა და დაამარცხა – 78:71.
ქართველი კალათბურთელი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა: თოკომ 26 წუთი ითამაშა და გუნდს 14 ქულა, 8 მოხსნა, 3 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა.
შენგელიამ 5 ორქულიანი, 1 სამქულიანი და 1 საჯარიმო ჩააგდო.
„ბარსას“ 19 მოგება და 14 წაგება აქვს, მე-9 ადგილზეა და მონდევნო მატჩს 27 მარტს „ცვრენა ზვეზდასთან“ გამართავს.
პლეი-ოფში 20 გუნდიდან 10 გადის.
