წიტაიშვილით სენტ ეტიენი დაინტერესდა

გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერით ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ დაინტერესდა – ამის შესახებ butfootballclub წერს.

„გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც ამ სეზონში იჯარით ფრანგულ კლუბ „მეცში“ თამაშობს, შესაძლოა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კლუბი შეიცვალოს. საქართველოს ეროვნული ნაკრების ვინგერით ინტერესდება „სენტ-ეტიენი“, რომელიც საფრანგეთის რანგით მეორე ლიგაში თამაშობს, სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და ლიგა 1-ში დაწინაურებისთვის იბრძვის.

გუნდი წიტაიშვილის თავისუფალი აგენტის სახით დამატებას გეგმავს, რადგან გიორგის საიჯარო ხელშეკრულების და კიევის „დინამოსთან“ კონტრაქტის ვადა 2026 წლის ივნისში იწურება. ამის შემდეგ 25 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდება და უკრაინული გუნდი წიტაიშვილს უფასოდ შეელევა“, – წერია butfootballclub-ის გავრცელებულ ცნობაში.

1tv.ge

მსგავსი ამბები