წიტაიშვილმა მარსელს ლამაზი გოლი გაუტანა: მეცმა წააგო

ქართველების „მეცი“ ლიგა 1-ის 29-ე ტურში სტუმრად „მარსელს“ შეხვდა და ცხადია დამარცხდა – 1:3.
თუმცა კარგია ის, რომ სტუმართაგან ის ერთი გოლი გიორგი წიტაიშვილმა გაიტანა და თანაც ლამაზი.

ძირითად შემადგენლობაში სწორედ მხოლოდ წიტაიშვილი იყო, გიორგი აბუაშვილსა და გიორგი ქვილითაიას არ უთამაშიათ, თადარიგში დარჩნენ.

49-ე წუთზე წიტაიშვილმა ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე ანგარიში შეამცირა: მარცხენა ფლანგზე საჯარიმოსთან მიიღო ბურთი, მეურვე ჩამოიცილა და დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა.

წიტაიშვილის ანგარიშზე სეზონის 28 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

შეფასებები თავის გუნდში ყველაზე მაღალი აქვს: Flashscore – 7.1; Sofascore – 7.6; Whoscored – 7.6.

მარსელი – მეცი 3:1
გოლები: 1:0 ობამეიანგი (13), 2:0 პაიშაო (48), 2:1 წიტაიშვილი (49), 3:1 ტრაორე (90+3)

„მეცმა“ ზედიზედ 2 ფრის შემდეგ წააგო, 15 ქულით უიმედო აუტსაიდერია და 19 აპრილს „პარიზს“ უმასპინძლებს.

მსგავსი ამბები