ქართველების „მეცმა“, რომელიც ლიგა 1-ში დასარჩენად წვალობს, კონკურენტ „ნანტს“ უმასპინძლა, რიცხვობრივი უპირატესობაც ჰქონდა, მაგრამ ვერც ეს გამოიყენა და ქულას დასჯერდა – 0:0.
ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი წიტაიშვილი იყო და ბოლომდე ითამაშა, გიორგი აბუაშვილი 86-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა, ხოლო გიორგი ქვილითაია თადარიგში დარჩა.
„მეცმა“ ორი გოლი გაიტანა, მაგრამ VAR-მა ორივე გაუუქმა. ერთი წამატებულ დროში და დიდად გაიხარა კიდეც, მაგრამ…
შეფასებები:
წიტაიშვილი: whoscored – 7.1, sofascore – 7.0, Flashscore – 7.2.
აბუაშვილი: whoscored – 6.3, sofascore – 6.7.




მეცი – ნანტი 0:0
გაძევება: ტატი (39, ნანტი)
„მეცმა“ ზედიზედ მეორე მატჩი ითამაშა ფრედ, 15 ქულით აუტსაიდერია და 10 აპრილს „მარსელს“ ესტუმრება.
